რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“ წერს.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.

დაზიანებულია სამი ხუთსართულიანი სახლი. ამასთან, ერთი სახლი ნაწილობრივ დანგრეულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები