“ყირიმის დასაბრუნებლად უკრაინა ყველა დასაშვებ იარაღს გამოიყენებს” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კიევი რუსი ოკუპანტისგან ყირიმს ყველა დასაშვები იარაღით გაანთავისუფლებს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ჩვენ იქ გამოვიყენებთ ნებისმიერ იარაღს, რომელიც არ არის აკრძალული საერთაშორისო კანონმდებლობით, იარაღს, რომელიც ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებაში დაგვეხმარება“, – დაწერა დანილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები