„უნგრეთი თავად იღებს ფულს ევროკავშირისგან” – უკრაინის საგარეო უწყებაში ორბანს უპასუხეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა „ეკონომიკურად არარსებული ქვეყანაა“ – ცინიკური და ანტიუკრაინული უწოდეს.
ამის შესახებ უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
“ცინიკურია, რომ უნგრეთის მთავრობა საუბრობს სხვა ქვეყნების ფინანსურ საკითხებზე, მაშინ როდესაც საკუთარი ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირისგან დიდ ფულს იღებს”, – თქვა მან.
ნიკოლენკოს თქმით, უკრაინის ფინანსური დახმარება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში.