ორბანმა უკრაინას “ფინანსურად არარსებული ქვეყანა” უწოდა – მედვედევა კი უნგრეთის პრემიერი შეაქო
უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა „ფინანსურად არარსებული ქვეყანაა“ და პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დაასრულდება.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” და უნგრული გამოცემა – 24.hu წერენ.
ორბანი წუხს, რომ ევროპაში საზოგადოებრივი აზრი ჯერ არ არის მზად, აიძულოს ქვეყნების ლიდერები, გადახედონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას, მაგრამ “ეს დრო დადგება”.
“უკრაინა ფინანსური გაგებით არის არარსებული ქვეყანა. მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია, ვინახავთ თუ არა ჩვენ უკრაინას. როგორც კი ამაზე უარს ვიტყვით – ომი დასრულდება”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა უზრუნველყოფს უკრაინაში პენსიებს, განათლებისა და ჯანდაცვის საჭიროებებს, ამიტომ, ამ თანხების საკუთარ ბიუჯეტებში გადაცემის გარეშე, “ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება”.
ორბანის სიტყვები რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა მოიწონა.
“ყოჩაღ, ევროპელი პოლიტიკოსისთვის თამამი და ზუსტი ნათქვამია. შეიძლება, მხოლოდ დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება – თავად უკრაინაც დასრულდება”, – დაწერა მედვედევმა.