მარტოობის 500 დღე გამოქვაბულში – ესპანელმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ესპანელმა სპორტსმენმა, ბეატრიზ ფლამინიმ გრანადას პროვინციაში გამოქვაბულში 500 დღე მარტომ გაატარა.
ესპანური მედიის ცნობით, ქალმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
რადიოსადგური Cadena SER-ის ინფორმაციით, ქალმა გამოქვაბულში 70 მეტრის სიღრმეზე 2021 წლის 30 ნოემბერს შევიდა. ამის მიზანი საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გამოცდა იყო.
ქალს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.
სპორტსმენის ინიციატივა არის Timecave-ის პროექტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომელიც მიმართულია ექსტრემალურ პირობებში გონებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შეფასებისკენ.
გამოქვაბულში ქალის ყოფნა მუდმივად კონტროლდებოდა სპელეოლოგების მიერ.
სპორტსმენის გუნდის წევრები მის ჯანმრთელობას სათვალთვალო კამერებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით აკვირდებოდნენ. ფლამინის ასევე აწვდიდნენ საკვებს და წყალს.