კიმ ჩენ ინმა ბირთვული კონტრშეტევისთვის მზადყოფნა გამოაცხადა (ფოტო,ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ ახალი, მყარი საწვავის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა Hwaseong-18 გამოსცადეს, რომ „მკვეთრად გაზარდონ“ ქვეყნის ბირთვული კონტრშეტევის შესაძლებლობები. 

ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

რაკეტის გაშვებას კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თქვა, რომ ის მტრებს “აგრძნობინებს უსაფრთხოების უფრო მკაფიო კრიზისს და მუდმივად იქნებიან შიშისა და შეშფოთების მდგომარეობაში საბედისწერო და შეტევითი კონტრზომებს მიღებისას, სანამ უარს არ იტყვიან უგუნურ აზროვნებასა და დაუფიქრებელ ქმედებებზე”.

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ბოლოდროინდელი ერთობლივი სამხედრო წვრთნები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი დაძაბულობის ესკალაციას იწვევს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ კიმის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც რაკეტის გაშვებას მეუღლესთან, დასთან და ქალიშვილთან ერთად აკვირდება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის მიერ მყარი საწვავის პირველი გამოყენება საშუალო მოქმედების ბალისტიკურ რაკეტებში ან კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებში.

მყარი საწვავის რაკეტის შემუშავება დიდი ხანია, განიხილება, როგორც ჩრდილოეთ კორეის მთავარი მიზანი, რადგან მას შეუძლია, დაეხმაროს ქვეყანას ომის დროს რაკეტების უფრო სწრაფად განლაგებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები