დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ოფისში კიდევ ერთ საქმეზე დაკითხავენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ოფისში მივიდა, სადაც მას სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკითხავენ. პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ოფისთან შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს რამდენიმე აქტივისტი ბანერებით დახვდა, რომელზეც განთავსებული იყო შემდეგი წარწერა: „კანონზე მაღლა არავინ დგას“.

აღნიშნული სარჩელით დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ ათწლეულების განმავლობაში ქონებრივი ღირებულებებით მანიპულირებაში ხელსაყრელი სესხებისა და საგადასახადო შეღავათების მისაღებად.

საქმის სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები