ირანში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი 75%-ით გაიზარდა
ირანში 2022 წელს სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი 75%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ ნათქვამია პარიზში დაფუძნებული ორგანიზაციის – “ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ” და ნორვეგიაში დაფუძნებული ორგანიზაციის – “ირანში ადამიანის უფლებები” მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ირანში 75%-ით მეტი პატიმარი ჩამოახრჩვეს, ვიდრე – წინა წლებში.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს სიკვდილით, სულ მცირე, 582 ადამიანი დასაჯეს, რაც 2015 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2021 წელს სიკვდილით 333 პირი იყო დასჯილი.