“შავი ზღვა ნატოს ზღვა არასდროს იქნება” – კრემლი კულებას განცხადებას გამოეხმაურა

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შავი ზღვა ნატოს ზღვა არასდროს იქნება.

ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ ბუქარესტში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ თქვა.

კულებამ აღნიშნა, რომ დროა, შავი ზღვა ნატოს ზღვად გადაიქცეს, როგორც ეს მოხდა ბალტიის ზღვის შემთხვევაში ალიანსში ფინეთის მიღებით.

“ასეთი რამ არასდროს მოხდება. შავი ზღვა არასდროს იქნება ნატოს ზღვა“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.

დმიტრო კულებამ ასევე შავი ზღვის დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაზეც პესკოვმა თქვა, რომ უკრაინელი დიპლომატის განცხადება წინააღმდეგობრივია, რადგან დემილიტარიზაციისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცნებები „ერთმანეთს გამორიცხავს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზღვისპირა ქვეყნებისთვის შავი ზღვა უნდა დარჩეს ურთიერთქმედების ზღვად.

“ეს არის საერთო ზღვა ყველა ზღვისპირა სახელმწიფოსთვის. ის უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედების და უსაფრთხოების ზღვა. ეს უნდა იყოს განუყოფელი უსაფრთხოება”, – ხაზგასმით აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები