''ხელების ძალა მუსიკაში''

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა პროექტი – „ხელების ძალა მუსიკაში“, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სიმღერების ადაპტირება სმენადაქვეითებულთათვის, დაიდგა ქართული და ევროპული ცეკვები, ასევე მოეწყო ყრუთა კავშირის ბენეფიციარების გასვლითი კონცერტი ქუთაისში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ყრუთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა სილამაზის კონკურსი სმენადაქვეითებულ გოგონათა შორის – „მის საქართველო 2013“. კონკურსზე გამარჯვებული გოგონა ჩეხეთში საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები