“თუ რუსეთი შეინარჩუნებს ყირიმს, ის კვლავ გამოიყენებს კუნძულს შავ ზღვაზე სრული კონტროლის დამყარებისთვის” – დმიტრო კულება

​უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მშვიდობა გრძელვადიანი ვერ იქნება, თუ რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს უკრაინის რომელიმე ნაწილზე, კერძოდ, ყირიმზე.

ამის შესახებ მან ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ომის ამ ეტაპის მოგება, არამედ – ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.

„თუ რუსეთი შეინარჩუნებს ყირიმს, მაშინ ის, როგორც კი აღადგენს ძალებს, კვლავ გამოიყენებს კუნძულს პლაცდარმად უკრაინაში ახალი შეჭრისა და შავ ზღვაზე სრული კონტროლის დამყარებისთვის. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ამიტომ, ჩვენ გავანთავისუფლებთ ჩვენი ტერიტორიის ყველა კუთხეს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, მოვუწოდებთ შავი ზღვის დემილიტარიზაციისკენ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია მიდგომა, როდესაც ოკუპირებულ ყირიმს ენიჭება „სპეციალური სტატუსი“ და ზოგიერთი ლიდერი გამოდის ინიციატივით, რომ მისი საკითხის განხილვა სხვა ოკუპირებული ტერიტორიებისგან განცალკევებით მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები