ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსული ნაღმი აფეთქდა
ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკის სამანქანო დარბაზთან რუსული ნაღმი აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგოდარ”-ის “ტელეგრამ”-ის არხი ავრცელებს.
“რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ბაზად გადაქცევას და პერიმიტერს ნაღმავენ. ამ ქმედებებს არ შეიძლება, არ მოჰყვეს შედეგები. წყაროების თანახმად, აფეთქება მოხდა მე-4 ენერგობლოკის სამანქანო დარბაზთან. როგორც თავად ბირთვულმა ტერორისტებმა განაცხადეს, ტერიტორიაზე მათი ნაღმი აფეთქდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აფეთქების ხმები სადგურზე მომუშავე უკრაინელმა მეცნიერებმა გაიგეს. ამასთან, ოკუპანტები მათ “დამშვიდებას” და კვალის დაფარვას ცდილობდნენ, რომ მომხდარი IAEA-ს ექსპერტებს არ დაენახათ.