ნორვეგია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს
ნორვეგია ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს აძევებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ “გადაწყვეტილება მიღებულია ევროპაში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილი სიტუაციისა და რუსეთის მხრიდან დაზვერვის გაზრდილი საფრთხის გათვალისწინებით“.
როგორც ოსლოში ამბობენ, „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ნორვეგიაში რუსეთის სადაზვერვო აქტივობისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ “შესაბამის პასუხს” გასცემენ.