ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოცადა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, რაკეტამ, დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეა რაკეტის გამოცდას „მძიმე პროვოკაციად აფასებს“.

ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან.

გამოცდას თეთრი სახლი გამოეხმაურა და ფაქტი “მკაცრად დაგმო”.

რაკეტის გაშვებამ შეშფოთება იაპონიაშიც გამოიწვია.

იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოს მოსახლეობის ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლის განკარგულება გასცა, მაგრამ გაფრთხილება ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები