დარიალის ხეობაში საქართველოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

დარიალის ხეობაში, “დარიალჰესის” გვირაბში ჩამოშლილი მიწის მასაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა ცხედარი რამდენიმედღიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიების შედეგად იპოვეს. როგორც “კვირას„ სამინისტროდან აცნობეს, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად “დარიალჰესის” გვირაბში სარემონტო სამუშაოებს ორი პირი აწარმოებდა. ერთ-ერთი მათგანის, თურქეთის მოქალაქის ცხედარი რამდენიმე დღის წინ მდინარე თერგის დინებამ რუსეთის მხარეს გამორიყა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა მეორე პირი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “დარიალჰესის” გვირაბში მუშაობდა. “დარიალჰესის” გვირაბში აღმოჩენილი ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსპერტეზის ჩატარების შემდეგ ცხედარს ოჯახში გადაასვენებენ. დარიალის ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები