“უკრაინაში ლატვიელი სამხედროები იმყოფებიან, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ” – ქვეყნის თავდაცვის უწყება

ლატვიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უკრაინაში ლატვიელი სამხედროები იმყოფებიან, თუმცა, ისინი საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობენ.

გამოცემა Delfi სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედროები დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ, კერძოდ, იცავენ ლატვიის საელჩოს.

ამასთან, უწყებას არ დაუზუსტებია, რამდენი სამხედრო იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინაში 17 ლატვიელი სამხედრო იმყოფება.

ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ამერიკელ სამხედროებზე, რასაც თეთრ სახლშიც ადასტურებენ. ამასთან, განმარტავენ, რომ 14-კაციანი სამხედრო კონტინგენტი საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები