“უკრაინაში აშშ-ის მცირე სამხედრო კონტინგენტი იმყოფება” – თეთრი სახლი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ FoxNews-ს დაუდასტურა, რომ უკრაინაში აშშ-ს საელჩოში ამერიკელი სამხედროების “მცირე კონტინგენტი იმყოფება”.

შესაბამისი ინფორმაცია პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებიდან გავრცელდა. მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინაში აშშ-ის სპეცრაზმის 14- კაციანი ჯგუფი იმყოფება.

„საელჩოში არის აშშ-ის მცირე სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მუშაობს თავდაცვის ატაშეს ოფისთან, რომ დაგვეხმაროს თვალყური ვადევნოთ იმ აღჭურვილობას, რომელიც შედის და გადის უკრაინაში“, – თქვა კირბიმ და დასძინა, რომ ეს სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები