უკრაინაში რუსეთის ომთან კავშირების გამო, აშშ-მა 100-ზე მეტ ადამიანსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
უკრაინაში რუსეთის ომთან კავშირების გამო, აშშ-მა მსოფლიოში 100-ზე მეტ ადამიანსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
სანქციები მიზნად ისახავს შეამციროს მოსკოვის შესაძლებლობები უკრაინაში და დასაჯოს ისინი, ვინც მხარს უჭერენ ომს და ეხმარებიან რუსეთს თავი აარიდოს სანქციებს.
სანქციები დაუწესდათ რუს მილიარდერებსა და მათ თანამოაზრეებს: უახლესი სანქციები შეეხო ფართო ქსელს, რომელიც დაკავშირებულია რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვთან, რომელიც უკვე სანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, უსმანოვი „რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მილიარდერია, რომელსაც მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს ლითონებისა და სამთო ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორებში“.
ცნობილია, რომ ის დაახლოებული პირია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ამჟამინდელ მოადგილე დიმიტრი მედვედევთან.
სანქციები დაუწესდათ საერთაშორისო კომპანიებსა და ბანკებს: აშშ-მა სანქციები დააწესა ჩინეთში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ კომპანიებზე. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქცირებული კომპანიები, არსებული სანქციების დარღვევით, მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს.
სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს, „რუსეთის მიერ კონტროლირებად ფინანსურ ინსტიტუტს“ ბუდაპეშტში, ასევე მოსკოვში დაფუძნებულ მის შვილობილ კომპანიასა და რამდენიმე ყოფილ და ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორს.
სანქციები დაუწესდათ ორგანიზაციებს, რომლებიც ტარგეტირებული იყვნენ ბავშვებზე: კერძოდ, სანქციები დაუწესდა ორ რუსულ უწყებას, რომლებიც „მხარს უჭერენ რუსეთის მცდელობებს შეარყიონ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სკოლის მოსწავლეების მილიტარიზაციისა და ინდოქტრინაციის გზით“.