ირაკლი ნადარეიშვილი ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემების დაახლოების შესაძლებლობები. მათ შორის, ისრაელის მხრიდან გამოცდილების გაზიარება, რათა ორი ქვეყნის სტარტაპებმა, თანამშრომლობის შედეგად, უფრო მარტივად შეძლონ გლობალურ ბაზარზე გასვლა. მინისტრის მოადგილემ ისრაელის სახელმწიფოს ელჩს ასევე გააცნო საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმა, რომლითაც საერთაშორისო IT – კომპანიები, საქართველოში ოპერირების შემთხვევაში, მთელ რიგ საგადასახადო და სხვა ტიპის შეღავათებს იღებდნენ. მისი თქმით, აღნიშნული მოდელით ათეულობით საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია უკვე სარგებლობს, მათ შორის არიან ისრაელის კომპანიებიც.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხი ადგილობრივი სამეცნიერო ტექნოლოგიებით საერთაშორისო ბიზნესის დაინტერესების მიმართულებით, რომელსაც ისრაელის სახელმწიფო წარმატებით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები