გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე

გარდაიცვალა მსახიობი ალექსი გეწაძე. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
“1980 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. საინტერესო იყო მის მიერ განსახიერებული როლები, რომელსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა იშვიათი ხმის ტემბრი, ნიჭიერი მსახიობი და უღალატო მეგობარი დააკლდა მარჯანიშვილის თეატრს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები