ჰადას მეიცადი: ისრაელის სახელით, გვსურს, პატივისცემით გამოვხატოთ აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, გვსურს ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომლის დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები“,- წერს ელჩი.

შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა. 1991 წელს კი 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები