სალომე ზურაბიშვილი: ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს, გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღეს

“ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს – კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს – გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს დღე, რომელიც ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს, სიხარულით ავსებს მორწმუნეთა გულებს.

ვუერთდები თქვენს სიხარულს, მშვიდობა, ერთობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ!”,- წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, კათოლიკური სამყარო აღდგომას ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები