მდინარაძე – პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე: ჟურნალისტები რომ დაემორჩილოთ წესებს, ხომ შეიძლება?! – შევთანხმდეთ მარტივი თამაშის წესებზე და ყველაფერი კარგად იქნება

ხომ კარგად იცით, რომ თუ რესპონდენტის ნების საწინააღმდეგოდ კითხვის დასმას აგრძელებთ, ამას შესაბამისი სანქცია მოჰყვება – შევთანხმდეთ მარტივი თამაშის წესებზე და ყველაფერი კარგად იქნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„კითხვის დასმა არსად დანაშაული არ არის, მაგრამ ადევნება დანაშაულია ქუჩაში, მაგრამ ადევნება, როდესაც ინტერვიუს აგრძელებ რესპონდენტის ნების საწინააღმდეგოდ, პარლამენტში დადგენილი წესების დარღვევაა, რომელიც გარკვეულ სანქცირებასითვალისწინებს. ჟურნალისტები რომ დაემორჩილოთ იმ წესებს, რაც არსად არ არის სხვანაირად მსოფლიოში, ხომ შეიძლება?! ხომ კარგად იცით ჟურნალისტებმა, რომ თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ და მისი უარის შემდეგ აგრძელებთ კითხვის დასმას, ამას მოჰყვება შესაბამისი სანქცია და მაინც აგრძელებთ. შევთანხმდეთ მარტივი თამაშის წესებზე და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები