მდინარაძე: საქართველოს პრეზიდენტი გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსს არც ვიმსახურებდით და არც ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა მივიღოთო – ეს დამაზიანებელი რიტორიკაა
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა კითხვებს. მაგალითად, მან არ უპასუხა არც ერთ ჩემს შეკითხვას. დასკვნითი სიტყვაც არ გამოიყენა და კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: ჩვენ რომ ჩავყოლოდით უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდებებს, ჩვენ რომ მოხალისეებით სავსე 2 თვითმფრინავი გაგვეშვა, სანქციები დაგვეწესებინა და ა.შ – ამ ყველაფერს რომ წავყოლოდით, ომის თავიდან აცილება როგორ უნდა მომხდარიყო, ან რისკების გადაზღვევა, რომელიც ამ ქვეყანას არ გაანადგურებდა. რატომ არ მიპასუხა, იცით? ამაზე პასუხი არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ტრიბუნიდან ბრძანა, რომ დღეს რეკომენდაციები სრულდება ფორმალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე არ მეგულება ადამიანი, რომ არ სრულდებოდეს, ასე რომ ილაპარაკოს საქართველოში და როცა სრულდება და მაინც ასე ლაპარაკობს, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის კარგი საქართველოსთვის. ეს არის საქართველოს დამაზიანებელი განცხადება. საქართველოს პრეზიდენტი გვეუბნება, რომ კანდიდატის სტატუსს არც ვიმსახურებდით და არც ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა მივიღოთო – ეს დამაზიანებელი რიტორიკაა“, – განაცხადა მდინარაძემ.