სარჯველაძე – მარშალ ქომინსზე: საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუ ვინმე რევოლუციური სცენარების განვითარებასა და აქ რაღაც დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს

საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუ ვინმე რევოლუციური სცენარების განვითარებასა და აქ რაღაც დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში აშშ-ის მოქალაქის მარშალ ქომინსის არშემოშვებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.

„ამ საკითხის ირგვლივ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან შეიმჩნევა ინტერპრეტაციები, რაც აშკარად გაჟღენთილია ინსინუაციების სუნით. არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან ურთიერთკავშირში იყოს. სიმართლე გითხრათ, ნაკლებად დამაჯერებლად მეჩვენება, რომ ეს ერთმანეთთან დაკავშირებულია. საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, თუ ვინმე რევოლუციური სცენარების განვითარებასა და აქ რაღაც დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას გეგმავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები