პარლამენტის თავმჯდომარემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს არსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და UNDP-ის შორის მიმდინარე თანამშრომლობა და დეტალურად ისაუბრეს UNDP-ის და მომავალი საპარლამენტო პროექტის პრიორიტეტებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის გეგმები და საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი. UNDP-ის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები