ეკა სეფაშვილი OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრაზე: აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და საერთო მიდგომების შემუშავება, რათა ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება

Global Parliamentary Network Meeting, OCDE, April 4th 2023, La Muette, Maud Bernos

OECD-ის გლობალური საპარლამენტო ქსელის შეხვედრის მეორე დღე დემოკრატიის გაძლიერების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.

განხილვის საკითხები იყო პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის სტანდარტები, უცხოური ძალის არასათანადო გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციული კამპანიები, საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და ა.შ. ეკა სეფაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, თავის გამოსვლაში ისაუბრა მოქალაქეების ინფორმირებულობის შესახებ, რომელიც გადამწყვეტია მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებისთვის. მან, ასევე, ვრცლად მიმოიხილა ის მოვლენები, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების მცდელობასა და რადიკალური პოზიციის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას მოჰყვა.
ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შექმნა და საერთო მიდგომების შემუშავება, რათა ნებისმიერმა ქვეყანამ შეძლოს უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავება და მონაწილეობითი დემოკრატიის განმტკიცება. გლობალურ საპარლამენტო ასამბლეაში 31 ქვეყნის 125 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები