ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

დღეს დილით ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა. დე ფაქტი აფხაზეთის ე.წ. მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მსურველები ხიდზე გააჩერეს და გადმოსვლის უფლებას დილიდან არ აძლევენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გადაადგილება, სავარაუდოდ, 11 აპრილამდე იქნება შეჩერებული.

ცოტა ხნის წინ ენგურის ხიდთან გაეროს სადამკვირკვებლო მისია მივიდა.

ასევე ირკვევა, რომ ოკუპანტებმა წალენჯიხაში, ფახულანის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები