დავით მამისეიშვილი: გამოდის, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს
გამოდის, რომ ჩვენ, მოსამართლეებმა გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს და თუ არ მოეწონება, მაშინ იგივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, – ამის შესახებ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის მიერ 4 მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაზე.
“მათი ძირითადი მიზანი არის ჩვენი დისკრედიტაცია, რასაც უკვე მრავალი წელია, ახორციელებენ. გამოდის, რომ ჩვენ, მოსამართლეებმა, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ვიფიქროთ იმაზე, მოეწონება თუ არა ეს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის საელჩოს და თუ არ მოეწონება, მაშინ იგივე ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. [სანქციების დაწესება] გაუგონარი ფაქტი იყო – ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე. განცდა არის მხოლოდ ერთადერთი – ეს არის ზეგავლენის მოპოვება და ჩვენი სასამართლოს დისკრედიტაცია“, – ამბობს მამისეიშვილი.