ლევან მურუსიძე: ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ – აშშ-ის საელჩოს სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება უნდა
“ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ”, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მისი და კიდევ სამი მოსამართლის დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება უნდა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, სასამართლო სისტემაში დაპირისპირება წავაო… იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მგონი, ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები, შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის საელჩოსადმი, მეეჭვება – ეს მოხდეს.
თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ – იმდენად დიდი მიზანია მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ.
მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ”,- აცხადებს მურუსიძე.