ლევან მურუსიძე: მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება თითიდან გამოწოვილია

“კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა – რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა”, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისი და კიდევ რამდენიმე მოსამართლის დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მურუსიძის თქმით, მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება თითიდან გამოწოვილია.

„მე მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოხდა მოსამართლეებზე კორუფციის ბრალდების დაბრალება და არის თითიდან გამოწოვილი და შესაბამისად ვერ წარმოადგენენ ვერანაირ მტკიცებულებებს ამასთან დაკავშირებით.

რა არის ნამდვილი მიზეზი, ეს გრძელდება წლების განმავლობაში და რეალური მიზეზი არის, სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რომლის მცდელობები დასაწყისში იყო არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდგომ იყო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული, რომ ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, რადგან საელჩოს ჰქონდა მცდელობა, რომ გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ახლა რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა, ამას გეტყვით და მოგიყვანთ მაგალითს. იცით, რომ ქალბატონი დეგნანი, კონკრეტულ საქმეზე რამდენჯერმე გამოდიოდა და იძახდა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება, მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული, ჯერ ერთი ჩემთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში. აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს არის შემდეგში. თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები, რაც შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ეს არის ცალსახა. ასევე მაგალითი არის ლაშა ჩხიკვაძის, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ არ წაიყვანეს აშშ-ში. მეტსაც გეტყვით, ამას რომ მოჰყვა სოლიდარობა სხვა მოსამართლეების მხრიდან, იყო შემთხვევები, რომ პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ, აბულინგებდნენ, როგორ გაბედა მოსამართლემ, რომ მხარი დაუჭირა ლაშა ჩხიკვაძეს, როგორც გაბედა და შეუერთდა მის პოზიციას. ლაშა ჩხიკვაძის თემა არის აისბერგის წვერი“, – განაცხადა მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები