ვალერიან ცერცვაძე: არ ვეთანხმები ბრალდებებს, ექვსი წელია, აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე

კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. ექვსი წელია, რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე. შესაბამისად, ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება, აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას, – ასე ეხმაურება ვალერიან ცერცვაძე სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 4 მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

როგორც ცერცვაძე წერს, აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული სანქცირების გადაწყვეტილება.

„ცალსახად მინდა, განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას“, – წერს ცერცვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები