ხავიერ კოლომინა: მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ ერთად იმ რეფორმების შესასრულებლად, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

,,ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ნატოსთვის”, – ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა
კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთად იმუშაონ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესს. რეგულარულად მაქვს შეხვედრები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, რათა მივიღოთ ინფორმაცია და ჩვენც მივაწოდოთ ცნობები იმის შესახებ, თუ ჩვენ რას ვაკეთებთ. გვჯერა, რომ საქართველო აკეთებს ნაწილს, რაც საჭიროა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად იმ რეფორმების თვალსაზრისით, რაც ჩვენ გვსურს, საქართველოში ვიხილოთ, მაგრამ ეს ნაწილია. ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულება დასრულებული არაა. ჩვენ ჯერ კიდევ შეშფოთებულები ვართ პოლარიზაციის ხარისხით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, ეს არამარტო მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ ერთად იმ რეფორმების შესასრულებლად, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იყოს მზად ნატოში მომავალი წევრობისთვის“, – განაცხადა კოლომინამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები