თინა ბოკუჩავა: დეპოლარიზაციაზე საუბარი შეუძლებელია, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ

“დეპოლარიზაციაზე საუბარი შეუძლებელია, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიზანმიმართულად კლავენ და უცხოელ ექიმებს მისი მონახულების უფლებას არ აძლევენ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, სადაც უცხოელი ექიმების დაშვებაზეა საუბარი.

ბოკუჩავას თქმით, საკითხთან დაკავშირებით დროული გამოსავლის პოვნაა აუცილებელი.

„პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენთან შეხვედრაზეც ისაუბრეს თანამომხსენებლებმა, რომ აუცილებელია გონივრული და დროული გამოსავლის მოძებნა, სხვაგვარად შეუძლებელია, მოხდეს დეპოლარიზაცია. ანგარიშში კიდევ ერთხელ არის მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელ ექიმებს მიეცეთ საშუალება მოინახულონ სააკაშვილი და სწორედ მათი მიუკერძოებელი დასკვნა გახდეს მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები