მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარაფერი ეშველება
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას”, რაც უნდა ახალი სახეები წარადგინოს, აღარაფერი ეშველება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარაფერი ეშველება. აბა, იკითხეთ, ძველი ახალი სახეები სად არიან?! აბა, მოიკითხეთ, სად არის ის ხალხი, ერთი წლის წინ ახალ სახეებად რომ წარუდგინეს საზოგადოებას, მოიკითხეთ თუ შეგიძლიათ, სად არიან?! ზოგი რუსეთშია ზოგი სხვაგან და ა.შ. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ სად არის, „ნაციონალურ მოძრაობას“ მაინც არაფერი ეშველება, ხაბეიშვილი ჰყავს თავმჯდომარედ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით პარტიამ გინდ ახალი სახე წარადგინოს, გინდ ძველი და გინდ პროგრამა დადოს ისეთი, რომლისაც აღარავის სჯერა საქართველოში, დამთავრებულია და მხოლოდ სატელევიზიო პროდუქტს წარმოადგენს“, – აღნიშნა მდინარაძემ.