მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერები გამდიდრებულები არიან სახელმწიფოს ხარჯზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პოლიტიკური შეფასების დონეზე კი არ აქვთ ბევრი მილიონი მოპარული, ეს უტყუარი განაჩენებით არის დადასტურებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სახელმწიფოს ხარჯზე არიან გამდიდრებულები.

„ვიცით სხვა ლიდერები, რომლებსაც ისე ეხმარებოდნენ თავისი პიარშიკები, რომ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვეს „პიჯაკების საქმე“, ამ დროს საუბარია მილიონობით ლარის გაფლანგვასა და მოპარვაზე. მათ ფაქტებით უდასტურდებათ ბევრი მილიონი ლარი და ამიტომ თავისუფლად შეიძლება, ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამდიდრებულები არიან სახელმწიფოს ხარჯზე და ახლა ცდილობენ, რომ თავისი ნაკეთები საქმეები, გაფლანგვები და მოპარვები გადააბრალონ მოქმედ ხელისუფლებას, რაც არ გამოსდით, რადგან ფაქტებით უდასტურდებათ ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები