ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). საზოგადო მოღვაწე, სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.