გივი მიქანაძე: მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი, თუ ჯანმრთელობის როგორ მდგომარეობაშია

მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი, თუ  ჯანმრთელობის როგორ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტირებისას განაცხადა.

მან სააკაშვილს კალორიული საკვების მიღებისკენ მოუწოდა.

„მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი, თუ  ჯანმრთელობის როგორ მდგომარეობაშია ის. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს, ეს არის, რომ პატიმარმა სააკაშვილმა დაიწყოს საკმარისი კალორაჟის შემცველი საკვების მიღება და ექიმების მითითებების შესრულება“, – თქვა მიქანაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გაასაჯაროვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები