ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილზე: მეხუთედს იღებს იმ დოზისა, რაც არის რეკომენდებული, შეთავაზებულია პარალენტელარული კვებაც და კატეგორიულ უარს აცხადებს

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისი შეფასებით, პაციენტი იმ რაოდენობის კალორაჟს არ იღებს დღის განმავლობაში, რაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაა რეკომენდებული.

“საკმაოდ რთულია ამ კვებასთან დაკავშირებული საკითხი და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი რთული ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პაციენტის მართვის პროცესში. რაც ჩვენ შევთავაზეთ, ეს არის შესაბამისი კალორაჟის შემცველი საკვების მიღება, რომელიც არ სრულდება.

ამის შემდეგ შევთავაზეთ მას ცილოვანი დანამატების მიღება, რომელიც არ სრულდება. მეხუთედს იღებს იმ დოზისა, რაც არის რეკომენდებული. ფაქტობრივად, უშედეგოა იმისი მიღება. პარალენტელარული კვება შეთავაზებულია და კატეგორიულ უარს აცხადებს,” – ამბობს ჩხაიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები