სენაკში, ხანძრის შედეგად, ბაზრობა დაიწვა – დაზარალებული მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

სენაკში, ხანძრის შედეგად, ბაზრობა დაიწვა. დამწვარია ბაზრობის თითქმის მთელი ტერიტორია – 2900კვადრატული მეტრი. როგორც “კვირას“ სენაკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა დემურ მებონიამ განუცხადა, ადგილზე მობილიზებული იყო რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური, მოვაჭრეები უვნებლად გადარჩნენ, თუმცა განადგურდა სარეალიზაციოდ გამოტანილი საქონელი და პროდუქტი. ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
“ხუთ წუთში ბაზრის თითქმის მთელი ტერიტორია დაიწვა, მოვაჭრეების ოპერატიულად გამოყვანა მოვახერხეთ, თუმცა მთლიანად დაიწვა ტერიტორიაზე არსებული საქონელი. ჩემი ინფორმაციით, დაზარალებულებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ“, – განუცხადა “კვირას“ დემურ მებონიამ.
დაზარალებული მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები