სპეციალური ოპერაციების ძალების აერომობილური მომზადების კურსი დასრულდა
საჯარისო დაზვერვის ოფიცრებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელ ცენტრში აერომობილური სწავლება დაასრულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მუხროვანის ბაზაზე მიმდინარეობდა, სადაც მსმენელებმა საპარაშუტო და აერომობილური მომზადება გაიარეს.
კურსის დასრულების ცერემონიალი მუხროვანში გაიმართა, სადაც კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების ძალების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ გადასცა.
ცერემონიალს დაზვერვის სასწავლო სკოლის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.