აშშ-ში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაღუპულები
კენტუკის შტატში აშშ-ის არმიის ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ხელისუფლება ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას აზუსტებს, ასევე, მომხდარის გამოძიებაა დაწყებული.
სამხედრო ბაზა, რომელიც კენტუკი-ტენესის საზღვარზე, ნეშვილიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 მილში მდებარეობს, არის 101-ე საჰაერო სადესანტო პოლკის და 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკის ადგილი.