გორის მერია: ახალდაბაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში, ახალდაბაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1 330 მეტრია.
პროექტის მიხედვით, გარდა ტრანსპორტის სავალი ნაწილისა მოეწყობა სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულება 851 670 ლარია.

სოფელში უკვე დასრულდა შიდა საუბნო გზის 831მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. რეაბილიტირდა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოებში შესასვლები. პროექტის ღირებულებამ 409 890 ლარი შეადგინა”,- წერია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები