თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) პრეზიდენტს, დოქტორ ფრანც შაუსბერგერს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ IRE მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ შეძლოს, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებსაც ევროკავშირი თავის წევრებს სთავაზობს.

აჭარა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენდა ევროპული რეგიონებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება.

IRE ყოველწლიურად მართავს გენერალურ ასამბლეას, ზალცბურგის ევროპის სამიტს, ევროპის რეგიონებისა და ქალაქების კონფერენციებს, სადაც განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა ევროპის რეგიონების, ქალაქების განვითარების სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები