გორის მერია: სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“საპროექტო გზის 654 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც დღემდე ასფალტი საფარი არასდროს ყოფილა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის. აღნიშნული გზის მონაკვეთი სოფლის ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებასთან სრულდება.

პროექტი ითვალისწინებს ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, სანიაღვრე სისტემის, წყლის შემკრები ჭის მოწყობასა და გზაზე არსებული ხიდის მოაჯირებით უზრუნველყოფას.

გარდა შიდა საუბნო გზისა, სვენეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. სვენეთის საბავშვო ბაღის შენობას, რომელიც დაახლოებით 5 ათეული წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩატარებია. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 37 აღსაზრდელი იღებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები