გიორგი ალადაშვილი და ალექსი ფიცხელაური ახმეტაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ახმეტაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე  ტროტუარების მოწყობის და გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 905 გრძ. მეტრზე მოეწყობა ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი, ეზოებში შესასვლელების გათვალისწინებით.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 622,176 ლარს შეადგენს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები