აჭარაში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა

აჭარის რეგიონში ძლიერი ქარით გამოწვეული პრობლემების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ძლიერმა ქარმა ბათუმში, სტადიონის ირგვლივ პარკინგის გამყოფი ჯებირები წააქცია და პარკინგზე მყოფი მანქანები.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, რის გამოც, დაზიანდა მსუბუქი ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ელექტროსადენები დააზიანა.

ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები