რუსთავის მერიის და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს უფასო სამედიცინო კვლევები უტარდებათ

რუსთავის მერიისა და “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავის” ინიციატივით, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებულ მძღოლებს, სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. უფასო სამედიცინო აქცია დღეს დაიწყო და სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

,,რუსთავის მერია ზრუნავს თავისი თანამშრომლების, კერძოდ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებული მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და, შესაბამისად, მათ მიერ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. სწორედ ამიტომ მერიის ინიციატივითა და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავის” ჩართულობით, დაიგეგმა საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამედიცინო აქცია, რომლის ფარგლებშიც ავტობუსების მძღოლებს, სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ”, – განაცხადა მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლელა ლუარსაბიშვილმა.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებული 80-ზე მეტი მძღოლი სრულ სამედიცინო დიაგნოსტიკას გაივლის.

,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავი”, კლინიკის ინიციატივით სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებს. სამი კვირის განმავლობაში მათ ჩაუტარდება სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწევათ შინაგანი მედიცინის სპეციალისტის მიერ კონსულტაცია და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეცემათ შესაბამისი დანიშნულება”, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მანანა კაპანაძემ.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის სპეციალისტებმა, გასულ კვირას მუნიციპალური ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს C ჰეპატიტის აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები