ვოლსკი: პარლამენტის ტრიბუნა პრეზიდენტს საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს პროცესების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით,  პარლამენტში პრეზიდენტის მისვლა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, დაინახოს პოზიციები და არჩევნების დროს ინფორმაციული ბაზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები.

დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტი ხშირად საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან გადის.

„მიდგომათა დაპირისპირება სერიოზულად არის ექსპლუატირებული საზოგადოებაში, მედიასაშუალებებში და სპეკულაციის საგნად იქცა, მაგრამ თუ პოზიტიური მხრიდან შევაფასებთ  პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლას, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი საზოგადოებისთვის, პოზიციები დაინახოს, ზუსტად შეაფასოს და ჩამოყალიბდეს, ინფორმაციული ბაზის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები, როცა არჩევნების დრო მოვა.

წინასწარი განცხადებები საკმაოდ უხეში, დაუბალანსებელი იყო და პარლამენტში მოსვლამდე მაინც შეეძლო, თავი შეეკავებინა თავისი ხედვების გახმოვანებისგან. პარლამენტის ტრიბუნა მას საშუალებას მისცემს, თავისი დამოკიდებულება ჩამოაყალიბოს პროცესების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი გადის საკონსტიტუციო უფლებამოსილებებიდან და ამ საკითხებთან მიმართებითაც ალბათ საინტერესო იქნება სხვადასხვა მოსაზრების მოსმენა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები