გორის მერიის თანადაფინანსებული პროექტი – „დებატების ჩემპიონატი” დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი – „დებატების ჩემპიონატი” დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული წყვილი – მარიამ ფალელაშვილი და ელენე ტერტერაშვილი ევროპაში ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.

„დებატების ჩემპიონატში” 60- მდე 14 – დან 25 წლამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
პროექტი მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებასა და დებატის კულტურაში დახელოვნებას.
„დებატების ჩემპიონატი” ორგანიზაცია “გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა” გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები